პუტინი: დასავლეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყოველთვის ძალის პოზიციიდან მოქმედებდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლეთი ყოველთვის ძალის პოზიციიდან მოქმედებდა.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის, სულ მცირე, ძალის პოზიციიდან მოქმედებდნენ“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.