თამარ ჩუგოშვილი: ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე ეკისრება, არ არის სწორი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიამ თავის საქმის ნაწილი გააკეთა, რეკომენდაციები მოგვცა და ჯანი ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი.
„ვენეციის კომისიამ თავის ნაწილი საქმის გააკეთა. მან რეკომენდაციები მოგვცა, მოგვცა თავის ექსპერტული მოსაზრებები და ამ პოლიტიკური კინკლაობის გადატანა სტრასბურგსა თუ ვენეციაში და ბატონ ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი. ჩემი აზრით, ზუსტად ამას ნიშნავდა მისი წერილი“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჯანი ბუკუკიოს განცხადებით, კონსტიტუციაზე კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელზეა გამოგზავნილი. 15 ოპოზიციური პარტიის წერილი ვენეციის კომისიაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები