გიორგი ბეგაძე: ლევან ბერძენიშვილისგან გასაკვირი არაფერია

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს უთავმოყვარეოს უწოდებს.
“კომენტარი რომელიც გუშინ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა პრემიერ-მინისტრზე – არის უთავმოყვარო ადამიანის კომენტარი, რომელმაც ბევრი ისწავლა, ბევრი წიგნი წაიკითხა და ყველაზე საჭირო დროს დაავიწყდა, რომ საქართველო რწმენამ გადაარჩინა, დაავიწყდა საკუთარი პარტიის ნოლპროცენტიანი რეიტინგიც, დაავიწყდა რომ უადგილოდ თავად იყო დარჩენილი, სანამ ქართულმა ოცნებამ არ ჩამოუქროლა და ძველი კიდობნიდან არ ამოყო თავი. მართალი გითხრათ, მისგან არც უნდა ეწყინოს ვინმეს ასეთი შეფასება, რადგან საკუთარ თანამებრძოლს და დიდი ხნის მეგობარს, დავით უსუფაშვილს ზურგში დააწია ლანძღვა-გინება პარტიიდან გასვლისთანავე“, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები