გია ვოლსკი ოთო კახიძის იარაღზე: საფერფლის მოხვედრამ თავდაცვის ინსტიქტი გაუმძაფრა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი ოთო კახიძის აქციაზე იარაღით მისვლის ფაქტს სარკასტულად გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კახიძეს საფერფლის ინციდენტმა თავდაცვის ინსტინქტი გაუმძაფრა.
„შეიძლება საფერფლის მოხვედრამ გამოიწვია მისი ასეთი თავდაცვის რესურსის ამოქმედება, თუმცა კანონის დარღვევა ერთია, მაგრამ მეორეა ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობა. ყველაფერს ყურადღება უნდა მივაქციოთ და ასეთი მკაცრები არ უნდა ვიყოთ, თუმცა მე მგონია, რომ სასაცილოა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთო კახიძე აღმაშენებელზე გამართულ მსვლელობაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები