თეა წულუკიანი: ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს.
როგორც თეა წულუკიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის შესაბამისი დასკვნა უკვე მიიღო.
“ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს სტრასბურგის ორგანოების წინაშე. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება. კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს. თუმცა, მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სტრასბუსრგის ორგანოებმა დააწესეს, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს 2 კანდიდატი არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები