ეკა ბესელია: უმრავლესობის ფორმატში არ გვქონია ლაშა თორდიას შემცვლელზე მსჯელობა

„ჩვენ უმრავლესობის ფორმატში არ გვქონია ლაშა თორდიას შემცვლელზე მსჯელობა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, სავარაუდოდ, მომავალი აუდიტორის შერჩევა არ გაჭიანურდება.
„კანდიდატებზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, ჩვენ უმრავლესობის ფორმატში არ გვქონია ამ თემაზე მსჯელობა. მთავარი აუდიტორის შერჩევა დროულად უნდა მოხდეს, რადგან მოქმედ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას მოქმედების ვადა ეწურება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ძალიან არ უნდა გადაიდოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები