გიორგი მღებრიშვილი პოლიციის თანამშრომლებს მადლობას უხდის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას უსაფრთხოებას იცავდნენ, მადლობას უხდის. განცხადება გიორგი მღებრიშვილის  ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
“ჩემო პოლიციელებო!
მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და სტუმრის მცველი, დგახართ და ყოველთვის იდგებით მათი უსაფრთხოების სადარაჯოზე, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ესაა შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეული ღირებულება და თქვენ – ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, იმედი და ძალა. ასე, მხარდამხარ უფრო მეტს მივაღწევთ. მადლობა”! – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები