“ჩვენ გვქონდა 160-მდე შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა მესაზღვრეებს არ დაუჯერეს და ევროპელმა მესაზღვრეებმა ისინი უკან გამოაბრუნეს”

„ჩვენ გვქონდა 160-მდე შემთხვევა ამ 55 ათასიდან, როდესაც წამსვლელმა მოქალაქეებმა არ დაუჯერეს მესაზღვრეებს, ჯიუტად გააგრძელეს გზა ევროპისკენ და ჯიუტადვე გამოაბრუნეს უკან ევროპელმა მესაზღვრეებმა“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე, 3 ათასი არ დაბრუნებულა. შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმების გადასინჯვა ევროკავშირის საზღვრის დაცვის სამსახურთან, „ფრონტექსთან“, რომელთანაც, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გაცვლა უფრო აქტიურად მოხდება.
„გამართული სისტემა გვაქვს იმისთვის, რომ რეადმისიამდეც, პროაქტიულად ვიმუშაოთ უვიზო რეჟიმის დამრღვევების საკითხზე. როგორც “ევროპოლია” ევროკავშირის პოლიციის სამსახური, ასევე „ფრონტექსია“ საზღვრის დაცვის სამსახური და ახლა უნდა გადავხედოთ მათთან შეთანხმებას, იმ კუთხით, რომ თუკი მათ დასჭირდებათ ჩვენგან უფრო ქმედითი ნაბიჯი, ჩვენ ამას განვახორციელებთ. ინფორმაციის მიწოდების რეჟიმში, ჯერჯერობით არ დგას საჭიროება ამ ინფორმაციის მიმოცვლის, თუმცა, როგორც კი საჭიროება იქნება, ჩვენ შესაბამისი ინფორმაციები გვაქვს და ვაწვდით. ყოველდღიურ რეჟიმში არ მიდის იმ ინფორმაციის გაცვლა იმაზე, რომ ვიღაც არ დაბრუნდა. ჩვენ გვაქვს გამართული სისტემა იმისთვის, რომ თუ ვინმე დაარღვევს უვიზო რეჟიმის პირობებს, როგორც კი ეს ევროპული მხარის ყურადღების ქვეშ მოექცევა, რეადმისიამდეც, პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები