სანდრო ბრეგაძე აქციაზე დარჩენის მიზეზს განმარტავს – პატრიარქი შესაძლოა ნაწყენიც იყოს ჩვენზე…

“ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ლიდერი 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. სანდრო ბრეგაძე ხსნის, პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, თუ რატომ არ დატოვეს მან და მისმა თანაგუნდელებმა თბილისში გამართული აქცია:

“მე ვალდებულად ვთვლი თავს, ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. დღეს შუადღეზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ პატრიარქს უნდა შევხვედროდით. სასწრაფო წესით წავედით სნო-ში, სადაც პატრიარქი გველოდა. პატრიარქმა ნათლად ჩამოგვიყალიბა თავისი თხოვნა, რომ ორივე მხარეს გაგვეუქმებინა მიტინგი, რადგან არსებობდა სისხლისღვრის საშიშროება. ჩვენ, როგორც მრევლი დავექვემდებარეთ მის გადაწყვეტილებას და შევუთანხმეთ ჩვენს გუნდს, თუმცა ვიცოდით რომ ბოკერიას სატანის მოციქულები პატრიარქის სიტყვას არ დაიჯერებდნენ. ორგანიზებულად წამოსული ჩვენი ათასობით მხარდამჭერი სახლში დარჩა, რადგან დაიჯერა პატრიარქის თხოვნა, დიახ, პატრიარქის და არა ჩვენი თხოვნა, რადგან ჩვენი ავტორიტეტი ნულია პატრიარქთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მივედით აღმაშენებელზე, რადგან იქ 1000-მდე გულანთებული ქართველი პატრიოტი გველოდა. მათ გადავეცით პატრიარქის თხოვნის არსი და ვთხოვეთ, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება. ხალხის დიდმა ნაწილმა დარჩენა ამჯობინა. ჩვენ ვერ მივატოვებდით ხალხს და დავრჩით მათთან ერთად. ვინც იქ იყო ყველამ ნახა, რომ პოლიციელების პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ ჩვენს თავზე, რადგან, პირველ რიგში ვიყავით. 1000-1500 სულგაყიდულმა, ბოკერიას ფულზე გაყიდულმა ნაძირალამ როდესაც მსვლელობა დაიწყო, გვქონდა მცდელობა, გაგვერღვია პოლიციის კორდონი, მაგრამ ეს მცირე ძალების გამო ვერ მოხერხდა. წამოვიდა კვერცხების და ცოცხების წვიმა, იყო ბოკერიას და მისი ბანდის გინება და ა.შ. შეშინებული კურდღლებივით ჩაიარეს. პოლიციასთან რამდენიმე შეჯახება მოხდა. ბოკერიას მოღალატე ჯალათების ბანდის აქცია მალევე დაიშალა. ყველაფერი ეს ქრონოლოგიურად იმიტომ მოვყევი, რომ ზოგიერთი შემოგზავნილი ნაძირალა, რომელიც არც მარშზე იყო და არც დღეს აქციაზე, აქ რაღაც პრეტენზიებს აყენებს – ბოკერია როგორ გაატარეთო? მოსულიყავით და არ გაგეტარებინათ, ვინ დაგიშალათ? ან პატრიარქს რატომ შეხვდითო? რა უნდა გვეთქვა პატრიარქისთვის, არ გვცალია-თქო? თუ უნდა დავმალულიყავით? ან, არ უნდა დაგვეჯერებინა პატრიარქისთვის? რა გვეთქვა, რომ უწმინდესო, თქვენ არ იცით, ჩვენ მეტი ვიცით, არ გინდათ საქართველოსთვის კარგი და ჩვენ უფრო დიდი ქართველები ვართ თქო? მაინტერესებს ერთი, რას უპასუხებდით საქართველოს სინდისს, ერთადერთ ნათელ წერტილს, ბრძენ ადამიანს პატრიარქს? მოვქცეულიყავით ისე, როგორც ეკლესიის მტერი ბოკერია მოიქცა და ყურიდან-ყურში გაგვეტარებინა პატრიარქის დიდი თხოვნა? აი, ვინც ამას იზამდით, იმასთან არც თანამებრძოლეობა მინდა, არც მეგობრობა და არც არაფერი. დიახ!!! პატრიარქი შესაძლოა ნაწყენიც იყოს ჩვენზე, რადგან მაინც მივედით აქციაზე, მივედით და წინა რიგშიც ჩავდექით, რადგან თანამებრძოლების მცირე ნაწილიც კი არ მივატოვეთ, ვერც მივატოვებდით და არც არასოდეს მივატოვებთ. ერთი მაინტერესებს – ყველა ტელევიზია ჩვენ გვებრძვის, ხელისუფლება და “ნაცები” ჩვენ გვებრძვიან, სხვა შურიანი პარტიებიც გვებრძვიან, ძალოვანები გვებრძვიან, სოროსი გვებრძვის, არასამთავრობოები გვებრძვიან, უცხოეთის საელჩოები გვებრძვიან და ასე შემდეგ, ჩვენ კი შიშველი ხელებით ვიბრძვით, ოფისიც არ გვაქვს და შეგროვებული კაპიკებით ვბეჭდავთ სააგიტაციო მასალას. ამ ფონზე, უნდა გენახათ რა აღტკინებით გვეტაკა ზოგიერთი შურიანი, ვითომ ჩვენიანი ნაძირალა, იფიქრა, მევიდა ჩემი დროო და გველური სისინი დააყენა აქ. “ქართული მარშის” იდეა იმდენად ნათელია, რომ ასეთი ძლოკვები მას ვერაფერს დააკლებენ, თუმცა, გულდასაწყვეტია ამდენი გიენის მსგავსი, ვითომ კეთილისმსურველის არსებობა. ვისაც “ქართული მარშის” იდეის არ სჯერა, ახლავე დაახვიეთ ჩემი მეგობრებიდან, დააგენტებული ნაგავი, ან შურიანი იმპოტენტები არაფერში გვჭირდება. ვინც ბოლომდე ჩვენთან ხართ, უფალმა გაგიმარჯვოთ და ძმად მიგულეთ, რომელიც სიცოცხლეს გაწირავს ეროვნული იდეისთვის!

P.S. კიდევ ერთს დავამატებ – იცით რატომ გამწარდა ზოგიერთი დღეს??? რუსეთის “გრუ-სთვის” “ატჩოტი” ჰქონდა ჩასაბარებელი, რომ “ქართველთა მარშმა” და ბოკერიას ბანდამ ერთმანეთი დახოცესო, ამიტომაც შევამჩნიე ახლადგამოჩეკილ ლიდერებში ზოგიერთი მათგანი. ვერ მოგართვით. რაც არ უნდა გვიტრიალოთ, იცოდეთ, რომ “ქართველთა მარში” არც “გრუ”-სია, არც “ცრუ”-სი და არც არავისი გახდება. “ქართველთა მარში” მხოლოდ ქართველებს ეკუთვნის!!! ღვთის წინაშე გპირდებით, რომ გავიმარჯვებთ, რომ 100000 “ქართველთა მარშს” გავმართავთ და ეს აქცია არ დაიშლება, მანამ არ წალეკავს ქართველთა მტრებს, სანამ არ დაანგრევს ჩამპალ სისტემას!”, – წერს ფეისბუქში სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილ აქციასა და კონტრაქციასთან დაკავშირებით, დღეს საღამოს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ორივე მხარეს აქციის გაუქმებისკენ მოუწოდა. პატრიარქს “ქართველთა მარშის” ლიდერებიც შეხვდნენ. სწორედ, ამ შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ “ქართველთა მარშის” წევრები ორგანიზებულ კონტრაქციას აღარ ჩაატარებდნენ. თუმცა, მათ აღმაშენებლის გამზირი არ დაუტოვებიათ და პროტესტის ინდივიდუალურ ფორმას მიმართეს.

“ევროპული საქართველო” მიერ დღეს აქციის გამართვის საფუძველი “ქართული მარშის” წევრების მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი მუქარის შემცველი კომენტარები და სტატუსები გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები