საპატრიარქო “ევროპულ საქართველოს” და „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველოს საპატრიარქო “ევროპულ საქართველოს” და ქართველთა მარშის ორგანიზატორებს აქციის გამართვისგან თავის შეკავებას ურჩევს.
შესაბამისი განცხადება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.
მოვუწოდებთ ,,ქართული მარშის“ და ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები“, -ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპული საქართველო“ დღეს, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობას, მოწოდებით – „არა რუსულ ფაშიზმს“ 20.00 საათზე გამართავს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე, 19:00 საათისთვის კონტრაქცია დააანონსეს „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები