„უპრეცედენტოა კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც გამოიხატება ოკუპაციასთან მიმართებაში“

უპრეცედენტოა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც გამოიხატება საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
„უპრეცედენტოა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც გამოიხატება ოკუპაციასთან მიმართებაში. ასევე არის მთელი რიგი ღონისძიებები გაწერილი, რომელიც საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში უცხადებს მხარდაჭერას, მათ შორის, მატერიალურს, რაც საერთო ჯამში გამოხატავს შეერთებული შტატების ძალიან მკაფიო, პოლიტიკურ დამოკიდებულებას ოკუპაციასთან“,- განაცხადა სესიაშვილმა.
აშშ-ს კონგრესის საიტზე ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა, რომელსაც კენჭი 25 ივლისს უნდა ეყაროს.
მასში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები