ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
თითოეული ევროპარლამენტარი [რეზოლუციის მხარდამჭერი], ის 324 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხდებიან სასტიკი დანაშაულების თანამონაწილეები და არიან „კოლექტიური როინ შამათავები“, რომელიც იყო ჯალათი, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს მოვუსმინეთ ქართველ დედას, ქალბატონ თამარ არღვლიანს, რომელიც მოკლული შვილის დასატირებლად ცარიელ საფლავზე მიდის. მისი უდანაშაულო შვილი დავით ცინდელიანი გაიტაცეს, დახვრიტეს და ზღვაში ჩაძირეს. იგივე დამართეს პაატა ქარდავას. საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და ამის პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროკავშირის ინსტიტუტებში, ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ, რეზოლუციებს იღებენ, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ დამნაშავეების უპირობო გათავისუფლებისკენ.
თითოეული ევროპარლამენტარი [რეზოლუციის მხარდამჭერი], ის 324 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხდებიან სასტიკი დანაშაულების თანამონაწილეები და არიან „კოლექტიური როინ შამათავები“, რომელიც იყო ჯალათი და აღასრულებდა დავალებებს. ამ ფონზე არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ქართულ საზოგადოებაში ისეთივე მიუღებლობა გაჩნდა ევროკავშირის მიმართ, როგორიც ჩვენ გვაქვს და ყოველთვის გვექნება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მისამართით“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.