აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში გამართული G7-ის სამიტი ნაადრევად დატოვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ „გაღიზიანებისა“ და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „ინტერესის არარსებობის“ გამო. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი სამიტთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ის გააღიზიანა ფრანგმა კოლეგამ გრენლანდიაში ვიზიტისა და ვაშინგტონის კუნძულზე კონტროლის დამყარების გეგმების გაკრიტიკების გამო. მეორე მიზეზი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის სურვილის არქონა იყო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ნაადრევი წასვლის თავიდან ასაცილებლად, ნატომ ლიდერების მომავალი სამიტი ერთ სამუშაო სესიამდე შეამცირა. ღონისძიება, რომელიც თავდაპირველად სამ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, 32 ლიდერს შორის ერთ-ორნახევარსაათიან სამუშაო სესიამდე შემოკლდა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ტრამპს არ მობეზრდეს და ნაადრევად არ წავიდეს.
24 ივნისს, საღამოს ასევე გაიმართება ნიდერლანდების მეფისა და დედოფლის მიერ ორგანიზებული ლიდერების არაფორმალური ვახშამი. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „მთელი საქმე ისაა, რომ ის იყოს რაც შეიძლება მოწესრიგებული და ფოკუსირებული, წარუმატებლობის რაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობით“.