ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების ნახევარზე მეტი გაანადგურა.
კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობები ირანის სარაკეტო იერიშების წინააღმდეგ, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „ჩვენ [ირანის] გამშვებ დანადგარებს ვუტევთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი რაკეტა აქვთ მათ. მნიშვნელოვანია, რამდენი გამშვები დანადგარი აქვთ – და ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამას. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გავიარეთ მათი გამშვები დანადგარების ნახევარი“.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელმა რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით 40% გაანადგურა.