საფრანგეთის ქალაქ ანესიში, ანიმაციური კინოს ბაზრობაზე, ქართული ანიმაციის სტენდი მეხუთედ იყო წარმოდგენილი

8-14 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ანესიში გაიმართა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ანიმაციური კინოფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად მოეწყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული ღონისძიება – ანიმაციური კინოს ბაზრობა (Marché International du Film d’Animation d’Annecy)
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართული ანიმაციის სტენდი წელს უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი
კინობაზრობის ფარგლებში „საქართველოს ანიმაციის ასოციაციის“ („საქანიმა”) და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა გამართეს საქმიანი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.
მათ შორის იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორიცაა: CEE Animation, German Films, Creative Europe, Ciclic და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები