ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ისრაელი ირანის საჰაერო დარტყმებში ჩართვის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას 24-48 საათში ელოდება

ისრაელი კვლავ ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს შეუერთდება, – ამის შესახებ ისრაელის ოფიციალურმა პირმა გაზეთ „Times of Israel“-ს განუცხადა.

„მოლოდინია, რომ ისინი შეუერთდებიან, მაგრამ არავინ აიძულებთ. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ამის შესახებ უახლოეს 24-48 საათში გავიგებთ“, – ამბობს ოფიციალური პირი.

ამასთან, მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი სრულ კოორდინაციაშია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით: „კაცი განცხადებებს ყოველთვის ნეთანიაჰუს თხოვნის შესაბამისად აკეთებს. ის ამას დამოუკიდებლად არ აკეთებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები