არჩილ გორდულაძე – ჩორჩანას საგუშაგოზე: გიორგი გახარიამ ეს თავისი ინიციატივით, შეცდომით, მიღებული დავალებით თუ პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებით გააკეთა, ეს კითხვები არსებობს და ამას პასუხი სამართლებრივადაც უნდა გაეცეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას – რა იყო გიორგი გახარიას მოტივაცია, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ გვაქვს ორი ფაქტი: ერთი – 2008 წლის შემდეგ ორი საგუშაგო გაიხსნა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ამ საგუშაგოების გახსნას ტერიტორიების დაკარგვა არ მოჰყოლია. ამავდროულად, გაიხსნა მესამე საგუშაგო ჩორჩანაში, რომლის ინიციატორი იყო გიორგი გახარია, რომელმაც არავისთან შეათანხმა და ჩვენი ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა. ახლა მოსახლეობას შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ თავისუფლად გადაადგილდეს. ეს არის ორი მოცემულობა და ამ ყველაფრის ინიციატორი იყო გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ ეს თავისი ინიციატივით, შეცდომით, მიღებული დავალებით თუ პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებით გააკეთა, ეს კითხვა არსებობს და ამას პასუხი სამართლებრივადაც უნდა გაეცეს და კეთილი ინებოს და საზოგადოების წინაშე ერთხელ გამოვიდეს და სიმართლე ილაპარაკოს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები