თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს

პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ პირდაპირი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლაპარაკებების არსებითი შანსი, რომელიც შესაძლოა შედგეს ან არ შედგეს ირანთან უახლოეს მომავალში, მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა მოქმედებებში მომდევნო ორ კვირაში“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც ლევიტმა ბრიფინგზე წაიკითხა.

ლივიტის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მიმოწერა „გრძელდება“, რადგან ორივე მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, ეს პირდაპირი გზით ხდება თუ შუამავლების მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები