ვატო შაქარიშვილი: გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც საღი აზრი ჭარბობს, მიჩნეულია სამაგალითოდ
გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს, ევროპის იმ ნაწილში, სადაც საღი აზრი ჭარბობს, მიჩნეულია როგორც სამაგალითო. შეგახსენებთ ორბანის განცხადებას, რომელმაც პრემიერ კობახიძეს და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს სამაგალითო და შესაშური უწოდა აბსოლუტურად სამართლიანად, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ევროპაში სამწუხაროდ საღი აზრის მატარებელი ლიდერები არ ჩანან, რომლებიც მოგვცემენ განცდას, რომ ვინმეს შესწევს ძალა ევროპა კრიზისიდან გამოიყვანოს. კიდევ უფრო მძიმდება ვითარება და ამას ბოლო დღეებიც მოწმობს როდესაც მსოფლიო არის ბირთვული დაპირისპირებების ზღვარზე, უდიდესი გამოწვევების წინაშე და ევროკავშირში დღეს კიდევ სააკაშვილის და გვარამიას პორტრეტებით დგანან.
ამ დროს საქართველოში მაგალითად 17 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ასი ათასობით ადამიანი გამოდის ოჯახის და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად. გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს, ევროპის იმ ნაწილში, სადაც საღი აზრი ჭარბობს, მიჩნეულია როგორც სამაგალითო. შეგახსენებთ ორბანის განცხადებას, რომელმაც პრემიერ კობახიძეს და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს სამაგალითო და შესაშური უწოდა აბსოლუტურად სამართლიანად. ამ პატარა ქვეყანამ მოახერხა და იმ გამოწვევების პირობებში – ოკუპაცია, აგენტურული ქსელი, უდიდესი უკონტროლო ფული ქვეყანაში, არაერთი რევოლუციური მიძალება, უდიდესი წნეხი, გაძლო – მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა. გაძლო და მოახერხა, რომ შეენარჩუნებინა სიბრძნით და სიმწრით მშვიდობა ქვეყანაში, დაეცვა ინტერესები და გაემტკიცებინა სუვერენიტეტი. ამას ვერ პატიობენ საქართველოს“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.