თიანეთში, დაგორებულმა მანქანამ 8 წლის ბავშვი და მისი ბიძა იმსხვერპლა

თიანეთში, უბედური შემთხვევისა და დაუდევრობის გამო, 8 წლის ბავშვი და ბიძა დაიღუპნენ.
შემთხვევა სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა, დაგორდა. თავდაპირველად, მანქანა იქვე მყოფ პირს,  შედეგ კი ინერციით სხვა მანქანას დაეჯახა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ორივე მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ( იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები