აფხაზეთიდან დევნილებს ჭუბერსა და ჯვარში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – მანონა გეჯუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ნინო ვიბლიანი და სამედიცინო ცენტრ “დიომედის” გენერალური დირექტორი – ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.