“მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან, საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა” – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძემ სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, – აღნიშნა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები