ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სოფ. გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. გზის სავალი ნაწილის სრულად აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა 3 ივლისიდან შეზღუდული იყო.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები