2017 წლის პირველ 6 თვეში მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 9 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება

2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო 18 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 6 პირის მიმართ, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოში წარდგენილ ექვსი თვის ანგარიშშია აღნიშნული.
“მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ 2016 წელს ჩატარებული იქნა 64 სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის 126 მუშაკის მიმართ. შემოწმების შედეგების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 28 თანამშრომელს (შენიშვნა გამოეცხადა 17 თანამშრომელს, საყვედური – 7 პირს, ხოლო პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი იქნა 4 თანამშრომელი). სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდაცია გაეგზავნა 62 თანამშრომელს, ხოლო 12 თანამშრომელი, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, პირადი განცხადების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული პროკურატურის სისტემიდან.
2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო 18 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 6 პირის (სსკ-ის 342-ე მუხლით – 2 ნოტარიუსის, 342-ე და 376-ე მუხლებით – 1 ნოტარიუსის, 180-ე მუხლით – 1 მოქალაქის, 373-ე მუხლით – 2 მოქალაქის) მიმართ. აღნიშნული დევნადაწყებული 6 პირიდან 3 პირის მიმართ გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებული იქნა 1 პირი (სსკ-ის373-ე მუხლით). 2016 წელს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 8 პირის (3 ადვოკატის, 1 მოქალაქის, 1 პროკურატურის მრჩევლის, 1 ყოფილი პროკურორის, 1 საჯარო რეესტრის თანამშრომლის, 1 ნოტარიუსის) მიმართ. პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, 2016 წელს საქართველოს პროკურატურის 214-მა თანამშრომელმა პროფესიული ეთიკის სტანდარტებისა და ინტერესთა კონფლიქტის თემაზე გაიარა ტრენინგი, რომლის ფარგლებში განხილული იქნა ეთიკის კოდექსის დარღვევის პრაქტიკული მაგალითები. 2017 წლის პირველ 6 თვეში ჩატარებული იქნა 33 სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის 55 მუშაკის მიმართ. შემოწმების შედეგების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 9 თანამშრომელს (შენიშვნა გამოეცხადა 5 თანამშრომელს, საყვედური – 3-ს, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი იქნა 1 თანამშრომელი). სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდაცია გაეგზავნა 8 თანამშრომელს; 5 თანამშრომელი, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში პირადი განცხადების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული პროკურატურის სისტემიდან; 2 თანამშრომელი გადაყვანილი იქნა უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე. 2017 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო 9 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 1 მოქალაქის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლით. 2017 წლის პირველ 6 თვეში სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 11 პირის (9 მოქალაქისა და 2 ნოტარიუსის) მიმართ” , – აღნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები