“განრიდებამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები შემცირდა”

„2017 წლის პირველ 6 თვეში შემცირდა განრიდებამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები“, – საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ექვს თვეში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 203 არასრულწლოვნის მიმართ, რომელთაგან 156 პირს (77%) ჩადენილი ჰქონდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.
„აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს დევნადაწყებული 203 არასრულწლოვნიდან კანონით განსაზღვრულ განრიდების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა 83 მათგანი. მათ მიმართ განრიდების გამოყენებაზე უარის თქმა პროკურორების მიერ დასაბუთებულია შესაბამის დოკუმენტში და, ძირითადად, განრიდების გამოყენებაზე უარის თქმის მიზეზად მითითებულია არასრულწლოვანთა მიერ ძალადობრივი დანაშაულის ან/და დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენა. პროკურორის დასაბუთება უმეტეს შემთხვევაში გაზიარებულია სასამართლოს მიერ.
2017 წლის პირველ 6 თვეში კიდევ უფრო შემცირდა განრიდებამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები. განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2014 წელს იყო 38% (78 არასრულწლოვანი), 2015 წელს – 25% (73 არასრულწლოვანი), 2016 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 16%-მდე (74 არასრულწლოვანი), ხოლო 2017 წლის პირველ 6 თვეში – 6%-მდე (15 არასრულწლოვანი).
პროკურორთა ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს არასრულწლოვნისთვის დამატებითი სტრესის თავიდან აცილებას, რაც, როგორც წესი, თან ახლავს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას“ – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
ამასთანავე, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის ანგარიშში განრიდებულ არასრულწლოვანთა მაჩვენებლზეც ყურადღება გაამახვილა.
“2016-2017 წლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება განხორციელდა. ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე საუბრისას, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბოლო წლებში არასრულწლოვან განრიდებულთა მაჩვენებლის ზრდა.
პროგრამის ამოქმედებიდან (2010 წლიდან) დღემდე სულ განრიდებულია 1753 არასრულწლოვანი, რომელთაგან 2 განრიდდა 2010 წელს, 81 – 2011 წელს, 125 – 2012 წელს, 331 – 2013 წელს, 203 – 2014 წელს, 296 – 2015 წელს, 462 – 2016 წელს, ხოლო 253 – 2017 წლის პირველ 6 33.7% 25% 18.3% 16.6%
2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი (6 თვე) საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი 20 თვეში
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემები 43 ერთეულით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. 2016 წლის პირველ ექვს თვეში განრიდებულ იქნა 210 არასრულწლოვანი.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ, თუ 2010-2015 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი აჭარბებდა განრიდების მაჩვენებელს, 2016 წელს და 2017 წლის პირველ 6 თვეში არასრულწლოვანთა განრიდების მაჩვენებელმა მკვეთრად გადააჭარბა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს.
კერძოდ, 2016 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა მაჩვენებელი იყო 69%, ხოლო 2017 წლის პირველ 6 თვეში 67%. უნდა აღინიშნოს, რომ განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად არ მომატებულა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების რაოდენობა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, განრიდების გამოყენება
შესაძლებელია მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების
მიმართ. ბოლო წლებში გაზრდილია მძიმე კატეგორიის დანაშაულზე განრიდების გამოყენების
მაჩვენებელი. კერძოდ, 2014 წელს მძიმე კატეგორიის დანაშაულზე განრიდებული არასრულწლოვნების ხვედრითი წილი იყო 31%, 2015 წელს – 32%, 2016 წელს – 39%, ხოლო 2017 წლის პირველ ექვს თვეში ამ მაჩვენებელმა მიაღწია 51%-ს“, – აღნიშნულია პროკურატურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები