პროკურატურა: საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის რისკის მქონე ქვეყანათა რიცხვს

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისათვის, 2015-2016 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ, რომელთაგან 10 პირის მიმართ 2016 წელს, ხოლო 1 პირის მიმართ 2017 წელს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 15, ხოლო 2017 წლის 6 თვეში – 4 პირის მიმართ, რომლებიც აპირებდნენ ბირთვული მასალის – ურანისა და ცეზიუმის რეალიზაციას. “ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ არის გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინება. აღნიშნული პროცესები უარყოფითად აისახა კავკასიის რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც. ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრებისა და, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოს პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. კერძოდ, კონკრეტული პირებზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მიგრაცია ისლამურ სახელმწიფოში.
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისათვის, 2015-2016 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ, რომელთაგან 10 პირის მიმართ 2016 წელს, ხოლო 1 პირის მიმართ 2017 წელს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. აღსანიშნავია აგრეთვე საქართველოს პროკურატურის აქტიური ჩართულობა ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. 2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15, ხოლო 2017 წლის 6 თვეში – 4 პირის მიმართ, რომლებიც აპირებდნენ ბირთვული მასალის – ურანისა და ცეზიუმის რეალიზაციას. ზემოაღნიშნული 15 პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 4 პირის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს საქმის განხილვა. საქართველოს პროკურატურამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით გამართულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) სფეროში ერთობლივ უწყებათაშორის შეხვედრებში. აღნიშნული შეხვედრების მიზანია ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება, მართვის და კონტროლის მექანიზმების დახვეწა. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედებებით მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შედეგი და საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის რისკის მქონე ქვეყანათა რიცხვს”, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები