2011 წლიდან დღემდე, საქართველოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 27 სისხლის სამართლის საქმე განიხილა

2011 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სულ 27 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, – ამის შესახებ პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
„2011 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სულ 27 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან 21 სისხლის სამართლის საქმე დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ან სახეზე იყო სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლების ერთობლიობა. ზემოაღნიშნული 21 სისხლის სამართლის საქმიდან, 14-ზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 109-ე ან/და 108-ე მუხლებით), 2 საქმე გადაკვალიფიცირდა შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაზე, 2 საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სსკ-ის 108-ე და 109-ე მუხლთან ერთად წარდგენილ სხვა ბრალდებებში, 2 საქმეზე დადგა სრულად გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 1 საქმეზე დადგა ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი“, -აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 27 სისხლის სამართლის საქმიდან ექვსი სისხლის სამართლის საქმე შეეხებოდა თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომელთაგან 2 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი, ხოლო 4 საქმეზე -გამამართლებელი განაჩენი. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, 2017 წლის 1 იანვრიდან საგრძნობლად გაიზარდა იმ საქმეების რაოდენობა, რომლებსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
„ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა საქალაქო და რაიონულ სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მიმდინარეობს 16 სისხლის სამართლის საქმის განხილვა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველომ, რომელიც ზედამხედველობას უწევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში, ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვირდების მიზნით, შეიმუშავა რეკომენდაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების და სასამართლო პროცესების ცალკეულ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით. 2016 წელს და 2017 წლის პირველ 6 თვეში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე გამოსვლის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გადამზადდა 166 პროკურორი. საქართველოს პროკურატურის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს ნაფიც 2 1 2 5 2 2 2 2 1 1 1 2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი გამამტყუნებელი გამამართლებელი შეიცვალა კვალიფიკაცია გამამტყუნებელი სხვა ბრალდებაში ნაწილობრივ გამამტყუნებელი 55 მსაჯულთა წინაშე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიან მხარდაჭერას, რაც აისახება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე. მაგალითად, 2017 წლის ექვს თვეში გამართულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეებთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ“ -აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები