თეა ახვლედიანი: ეს იყო ინფორმაციული პროცესი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი ამბასადორიალი 2017-ზე ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სიტყვით გამოსვლას დადებითად აფასებს.
“ზოგადად კამპანიის წარმართვაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. უბრალოდ, ეს იყო ინფორმაციული პროცესი, ინფორმაციული სესია, რომელზეც ჩვენ განგვიმარტეს განხორციელებული სამუშაო, რეფორმის მთავარი მიზნები, რას ემსახურება ეს”, – აცხადებს თეა ადეიშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურიწარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის გაგრძელების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები