ემზარ კვიციანი, სკანდალურ პოსტთან დაკავშირებით, გამოკითხვაზეა დაბარებული

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.
საქმე ეხება ემზარ კვიციანის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქშოუს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის დაანონსების თემას. დეპუტატმა სკანდალური პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზე გუშინ განათავსა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი წერს, რომ ერთ-ერთი გავლენიანი პირი ვანო ჯავახიშვილის მკვლელობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები