ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პროკურატურიდან აფგან მუხთარლის დაკითხვის შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ არ მიუღია

ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პროკურატურიდან აფგან მუხთარლის დაკითხვის შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ არ მიუღია. შესაბამისი კომენტარი მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, საქმეზე საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული.
“ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვახორციელებთ საპროკურორო ზედამხედველობას და გამოძიება ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას, რაც ჩასატარებელია. ამ ეტაპზე, ჩვენ გაგზავნილი გვაქვს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები აზერბაიჯანში და ველოდებით ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ ამ შუამდგომლობის შესრულებას. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავკითხოთ საქმეზე მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები