თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში, თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, “06”-ის მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები