კახა კალაძე ოთარ აბესაძეზე: ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს აუცილებლად დასჯილი იქნება

„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოთარ აბესაძის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, არა აქვს მნიშვნელობა მის თანამდებობას, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია.
მისივე თქმით, ამ საქმეზე საუბრისას, მეტი კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
„ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპი და არაერთი მაგალითი არსებობს ამისა – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად ყველა იქნება დასჯილი. თუმცა მე თავს შევიკავებდი კონკრეტიკისგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 3000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე 12 ივლისს დააკავა.
აბესაძეს სასამართლომ 14 ივლისს პატიმრობა შეუფარდა, რაც ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები