შსს-მ თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.
დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები