დავით ნარმანია: ოთარ აბესაძის დაკავების საკითხზე წინასწარი შეფასებები თავშეკავებას უნდა დაექვემდებაროს
თბილისის მერი დავით ნარმანია ოთარ აბესაძის დაკავების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სანამ გამოძიება დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან.
მისივე თქმით, გამოძიებას თავისი დღის წესრიგი და საპროცესო ნორმები აქვს .
“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და შესაბამისად, გამოძიება იტყვის სათქმელს. მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან. გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი და საპროცესო ნორმები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება. მანამდე, ოპოზიციის წარმომადგენლის იქნება ეს თუ სხვისი, წინასწარი შეფასებები, ვარაუდები და ა.შ. ვფიქრობ, თავშეკავებას უნდა დაექვემდებაროს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.