დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება

0

“2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს. ქუმსიშვილი თამბაქოზე, საწვავზე, აქციზური გადასახადის ზრდაზე ვრცლად საუბრობს.
„ჩვენ აქციზი გავზარდეთ თამბაქოზე და არა მგონია, ქვეყანაში ყველა მწეველი იყოს. ჩვენ ამ სფეროში ევროპასთან დაახლოების ვალდებულება გვქონდა და აქციზი თამბაქოზე გაიზრდება წლეულსაც და გაისადაც, სანამ კონკრეტულ ზღვრამდე არ მივალთ. ავტომობილების იმპორტი 300 მილიონ დოლარზე იყო ასული წელიწადში მაშინ, როცა მანამდე საშუალოდ 180 მილიონსაც კი არ აჭარბებდა. ჩვენი ამოცანა არ არის ძალიან ბევრი ავტომობილის შემოსვლა ქვეყანაში, ჩვენი ამოცანა ეკონომიკური ზრდაა და შესაბამისად, თუ შემაკავებელი ფაქტორიც გაჩნდება და ავტომობილები სწორად დაიბეგრება, ვფიქრობ, სწორია. თუ ჩვენ პურს ვბეგრავთ18%-იანი დღგ-ით, ავტომობილებზე საშუალოდ 4% გამოდიოდა. ჩვენ საწვავზეც გავზარდეთ აქციზური გადასახადი. როცა დეტალურად დავშალეთ დარგების მიხედვით, თუ სად ჰქონდა ყველაზე დიდი წილი საწვავს და სად ექნებოდა ყველაზე დიდი გავლენა აქციზის ზრდას, ასეთი ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა. ტრანსპორტშიც და სოფლის მეურნეობაშიც ამას დიდი გავლენა აქვს, მაგრამ საბოლოოდ, პროდუქციაზე მაინც არ აისახება, იმდენად, რომ ეკონომიკას უკან დაეხია. ივლისში ინფლაცია პიკს აღწევს და ივლისიდან მოყოლებული, ფასების საერთო დონის მატება უნდა შემცირდეს. 2018 წელს ველოდებით 3%-იან ინფლაციას და ფასებიც დასტაბილურდება“, – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

კომენტარები

კომენტარი