ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონის ქალაქ შვიდნიცას მერს უმასპინძლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონის ქალაქ შვიდნიცას მერს, ბეატა მოსკალ-სლანიევსკას უმასპინძლა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქობულეთსა და შვიდნიცას შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

ქობულეთი და შვიდნიცა დამეგობრებული ქალაქებია. 2021 წელს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ურთიერთობის განვითარებას ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და მეგობრული კავშირების განმტკიცებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები