რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით, პროექტი უკვე მზად არის და ახლა მიწის გამოსყიდვების პროცესი მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მიწის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს და მშენებლობა მალე დაიწყება.

„პროექტი უკვე მზად არის აღნიშნული [ანაკლიის პორტამდე მისასვლელი] გზის. ახლა მიწის გამოსყიდვების პროცესი მიმდინარეობს. ასევე აქტიურ ფაზაშია დონორებთან მოლაპარაკებები. იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ამ გზის მშენებლობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ანაკლიის პორტი და ჩვენის მხრივ, სამინისტროს პასუხისმგებლობაა, საავტომობილო გზის მიყვანა აღნიშნულ ტერიტორიამდე. ამას აუცილებლად ძალიან ხარისხიანად და სწრაფ ტემპებში განვახორციელებთ“, – აღნიშნა სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები