„თელავში დასასრულს უახლოვდება გაწმენდითი სამუშაოები, ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება. მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ მთლიანად მოწესრიგდეს დაზიანებული არხი”,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
“ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ლენტეხში ორი დღის წინ ხიდი ჩაიხერგა და წყალი ხიდზე გადმოვიდა. გაწმენდითი სამუშაოები იქაც აქტიურად მიმდინარეობს, წყალი უკვე კალაპოტშია მოქცეული. ამჟამად მიმდინარეობს ხიდის მოწესრიგების სამუშაოები. ამ ეტაპისთვის გადაადგილების შეფერხება არ არსებობს“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ცნობისთვის, სტიქიამ 12 ივლისის ღამეს თელავში პრობლემები შექმნა.