ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქობულეთის დრამატული თეატრის ორგანიზებით, კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლ „კედლის” წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქობულეთის დრამატული თეატრის ორგანიზებით, კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლ „კედლის” წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სპექტაკლი ქობულეთელმა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა ვალენტინ კრასნოგოროვის პიესის მიხედვით დადგა.
“წინასაპრემიერო ჩვენებას ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და თეატრის მოყვარულები დაესწრნენ.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები უახლოეს პერიოდში გაიმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.