ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სკოლის წარმომადგენლები თბილისის ჯგუფების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი – მარიამ კობიაშვილი, დირექტორის მოადგილე – ზაზა ჭელიძე და სკოლის წარმომადგენლები თბილისის ჯგუფების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.

“შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების მიმართულებებზე.

თავის მხრივ, ტრენერებმა სკოლის წარმომადგენლებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოცდილება, საჭიროებები და არსებული გამოწვევები გაუზიარეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები