ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ტრაპიზონის საკონსულოში იმყოფებიან

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაპიზონის საკონსულოში იმყოფებიან.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან შეგროვდებიან, მათ საქართველოში გადმოიყვანენ.
ტრაპიზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული ბათუმში.
“უახლოეს საათებში ჩვენ ბავშვებს გავამგზავრებთ სამშობლოში,სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მაქსიმალური ყურადღება ექცევათ მათ ვფიქრობ უახლოეს პერიოდში მათი გადაყვანაც მოხერხდება სამშობლოში. არაერთი კითხვა დაისვა მიზეზებზე. ჯერ-ჯერობით პასუხი არ გვაქვს, ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა, თუმცა მოქალაქეებთან პირად საუბრებში ყველა გვიდასტურებს, რომ ყველას ეძინა და არავინ არ იცის კონკრეტულად რა მოხდა და ვისი, ან რისი ბრალი იყო” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ თურქეთში დაშავებულების მონახულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები