ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას დაშავებულ ერთ-ერთ ქალბატონს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

თურქეთში, ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალბატონს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
როგორც „კვირას“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ განუცხადა, ქალბატონმა ავარიისას ქვედა კიდურზე მძიმე ტრავმა მიიღო.
ქალბატონი ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრის მშობელია.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ავტობუსის მძღოლის მდგომარეობა.
ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებულია.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა კი სტაბილურია.
თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპარის“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები