საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის კომუნიკაცია შედგა

საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია შედგა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით სერგეენკო პირადად დაინტერესდა თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, რეჯებ აკდაღის ოფისი უშუალოდ კურირებს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგდ 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე საქართველოდან ბულგარეთში მიდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები