ზურაბ პატარაძემ თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა.
როგორც „კვირას“აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრძნობენ. ოთხი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვების სამშობლოში სავარაუდოდ დღესვე დაბრუნდებიან. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპიზონში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმში თურქეთის კონსული იასინ თემისქანი იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს. დაშავებულები ასევე მოინახულა ქალაქ ტრაპიზონის მერმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალ ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 26 ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები