„მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი“

ვფიქრობ, არავინ უნდა იდევნებოდეს და გასამართლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი.
„ახლა ვცდილობ დავარწმუნო როგორც საქართველოს, ისე ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარს და არ განახორციელონ პედაგოგების ექსტრადირება თურქეთში მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში. როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ყველამ ვისზეც გარკვეული ზეწოლა ხორციელდება, უარი უნდა თქვან მსგავს შემთხვევებში ხალხის თურქეთში ექსტრადირებაზე. ბატონმა ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი“, – განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
ევროპარლამენტარმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს ციხეში მოინახულა. მან მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას.
მისი თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალიან კარგად ეპყრობიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები