მეუფე იაკობი: სიმართლე გაირკვევა და მამალაძეს უნდა ჰკითხონ, ამზადებდა თუ არა მკვლელობას

ე.წ.ციანიდის საქმეზე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაკითხვა დასრულდა. როგორც მან სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას განაცხადა, სიმართლე გაირკვევა და მამალაძეს უნდა ჰკითხონ, ამზადებდა თუ არა მკვლელობას.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ყველა დასმულ კითხვას უპასუხა.
“ამომწურავად მივაწოდე ინფორმაცია სასამართლოს, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხე. სიმართლეში სიმართლეს ვგულისხმობდი”, -აღნიშნა მეუფემ.
ე.წ ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობის დაკითხვა 2 საათს გაგრძელდა. ამ წუთებში სხდომაზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჭუაძე იკითხება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც დაიკითხა. მან სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები