იან კელი „ქართველთა მარშის“ შესახებ: საკითხი აშშ-შიც სენსიტიურია

“მოსახლეობას უფლება აქვს, მშვიდობიანად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ დღეს დაგეგმილი ე.წ ქართველთა მარშის შესახებ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ზოგადად, საკითხი აშშ-შიც სენსიტიურია.
“მოსახლეობას უფლება აქვს მშვიდობიანად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა ეს შიდა საკითხია და ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად, საკითხი სენსიტიურია ჩემს ქვეყანაშიც“, – განაცხადა იან კელიმ.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს ”ქართველთა მარში” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები