დავით მათიკაშვილი: არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შეიძლება გარკვეული კონსენსუსის მიღწევა

არის გარკვეული იურიდიული სივრცეები, რომლის გამოყენებაც შეიძლება კონსტიტუციის ამ პროექტზე, მაგრამ არა პროცედურების დარღვევით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შეიძლება გარკვეული კონსენსუსის მიღწევა და დიალოგი.

“დიალოგის კარი რეალურად, არ არის დახურული, ეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადეს. არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შეიძლება გარკვეული კონსენსუსის მიღწევა და დიალოგი. გუნდის შიგნით შესაბამისი მსჯელობა იქნება და განისაზღვრება გარკვეული ფორმატი. შესაძლებელია, სავარაუდოდ, კონტრშეთავაზება მიიღოს უმრავლესობიდან ოპოზიციურმა ფლანგმა. საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვეულებრივი პროცესით გაგრძელდება კონსტიტუციის პროექტზე პარლამენტში მუშაობა და მესამე მოსმენით საშემოდგომოდ განიხილება. აქ არის გარკვეული იურიდიული სივრცეები, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ამის გამოყენებით, თუკი იქნება შესაბამისი კონსენსუსი კონკრეტულ საკითხებზე, რაღაც გარკვეული ზემოქმედება შესაძლებელია კონსტიტუციის ამ პროექტზე, მაგრამ არა პროცედურების დარღვევით”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები