ჩინეთში მიწისძვრა დაფიქსირდა – არის მსხვერპლი

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ჩინური მედიის ინფორმაციით, 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა გუანსის რეგიონში დაფიქსირდა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, ხოლო უსაფრთხოების მიზნით 7 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე სამაშველო და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ხელისუფლება მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების შესახებაც აფრთხილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები