პროკურორი: ოთარ აბესაძე 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა

„ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა“, – ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეოჩანაწერებით მტკიცდება. ამასთან, პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა აბესაძეს უთხრა, რომ არ ჰქონდა იმ ეტაპზე 3 ათასი დოლარი და მხოლოდ ათასი დოლარის მიცემა შეეძლო, რაზეც აბესაძემ მოსთხოვა, რომ დარჩენილი თანხა სასწრაფოდ მოეძიებინა.
პროკურორმა აუდიოჩანაწერის სხვა დეტალებიც გაახმაურა.
„ტორტი და სხვა პატივისცემა განკუთვნილი იყო მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ მერის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს, რომელიც სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები